მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს ზიანის შემცირება - პოზიტიური ზეგავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე

612dd083308b2
BM.GE
31.08.21 10:50
1281
კომპანია “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლო სარგებელს ეხება. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ როგორც ინდივიდების ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

PMI-ს პუბლიკაცია რიგ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს განიხილავს, როგორც ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივასა და ნიკოტინის მიღმა პროდუქტებს, რომელთა შესახებ წარმოდგენილი დებულებები სამეცნიერო კვლევებსა და მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული.

სამეცნიერო პუბლიკაცია განიხილავს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლის შესაძლო სარგებელსა და რისკებს, ასევე, იკვლევს მომხმარებლის ქცევას.

“იმისათვის, რომ ზრდასრულ მწეველს ჰქონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ წვდომა სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე, როგორც უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებლის, ასევე, მოწყობილობის რისკების შესახებ”, - განაცხადა სტივ რულეტმა, „ფილიპ მორის ინთერნეშენალის“ მომხმარებელთა ქცევის მიმართულების ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, “ყველა ვთანხმდებით, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს”.

2021 წელს “ფილიპ მორისის” დაკვეთით ჩატარებული კლინიკური კვლევების თანახმად, იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც გადავიდნენ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მოხმარებაზე, 24 საათში ნახშირბადის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.

სამი თვის შემდეგ კი, იმ ადამიანებში, რომლებიც გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე, შეინიშნებოდა სუნთქვის გაუმჯობესება, ხველისა და მოწევასთან დაკავშირებული გართულებების შემცირება, ქოლესტერინის დონის დარეგულირება და “ოქსიდაციური” სტრესის შემსუბუქება.

ფილიპ მორისის ინიციატივა - შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების სათავეშია. კომპანიის ინიციატივა - შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი, მიზნად ისახავს, სრულად ჩაანაცვლოს ტრადიციული სიგარეტი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით და შეამციროს სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.