მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს ზიანის შემცირება - როგორია ქვეყნების გამოცდილება?

63c6644ddfe45
BM.GE
17.01.23 12:51
474
“ტრადიციული თამბაქოს კონტროლის ინსტრუმენტებთან შედარებით, ნიკოტინის შემცველმა ალტერნატიულმა თამბაქოს პროდუქტებმა შესაძლოა, ხელი შეუწყონ მწეველთა რაოდენობის უფრო სწრაფ შემცირებას”, - ვკითხულობთ ზიანის შემცირების ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში.

სტატიის ავტორი Fagerström Consulting-ის დამფუძნებელი კარლ ფაგერსტრომია, რომელიც მიზნად ისახავს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოიკვლიოს ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების - გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების, სნუსისა და ელ. სიგარეტების როლი მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პროცესში.

როგორც ფაგერსტრომი აღნიშნავს, სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, ის ქვეყნები, რომლებმაც ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების ადაპტაცია მოახდინეს, მწეველთა დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნიკოტინის ალტერნატიულ პროდუქტებს აქვთ შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ მწეველთა რაოდენობის შემცირებას. უფრო მეტიც, სტატიის თანახმად, იზრდება მტკიცებულებები ტრადიციული თამბაქოს კონტროლის ინიციატივების ნაკლებეფექტურობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ცოტა ქვეყანა გამოთქვამს მზაობას, მოახდინოს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის, როგორც თამბაქოს კონტროლის ინიციატივების ნაწილის იმპლემენტაცია. ამ მხრივ, დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენენ - ხსენებული ქვეყნები აქტიურად უწყობენ ხელს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების, როგორც თამბაქოს მოხმარებისა და ზიანის შემცირების ერთ-ერთი ხელსაწყოს გავრცელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტები ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება შვედეთში, ნორვეგიასა და იაპონიაში.

მოდით, ვისაუბროთ ქვეყნების გამოცდილებებზე:

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014-2020 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში მოწევის მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც მოცემულ პერიოდში, დიდ ბრიტანეთში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4%-ით დაიკლო.

დიდი ბრიტანეთის მსგავსად, მწეველთა რაოდენობის კლება შეინიშნებოდა ახალ ზელანდიაშიც. განსაკუთრებით კი მეზობელ ავსტრალიასთან შედარებით.


მართალია, ორივე ქვეყანა - ახალი ზელანდია და ავსტრალია თამბაქოს კონტროლის მსგავს ინიციატივას იყენებს, თუმცა განსხვავდება მათი მიდგომა თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებთან მიმართებით. 2021 წელს ელ. სიგარეტების ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა ახალ ზელანდიაში 6.2%-ს უტოლდებოდა, ავსტრალიაში კი ეს მაჩვენებელი 2019 წელს 1.1% იყო. ამის მიზეზი არის ის, რომ ახალი ზელანდიის მთავრობა აღიარებს ელ. სიგარეტების, როგორც მოწევისთვის თავის დანებების ინსტრუმენტის შესაძლო პოტენციალს, თუმცა ავსტრალია - არა.

საინტერესოა ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია კრძალავს სნუსის (ორალური მოხმარების, დაბალი ტოქსიკური შემცველობის თამბაქოს პროდუქტის) გაყიდვას მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები შვედეთში მწეველთა რეკორდულად მინიმალური რაოდენობის დაფიქსირების მიზეზად სწორედ აღნიშნულ პროდუქტს ასახელებენ. უფრო მეტიც, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შვედეთი თამბაქოს მოხმარების შედეგად მამაკაცებში გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

საინტერესოა “იაპონიის გამოცდილებაც”, სადაც თამბაქოს გასახურებელმა პროდუქტებმა წარმატებით ჩაანაცვლეს ტრადიციული თამბაქო. ამას კი სტატისტიკური მაჩვენებლები მოწმობს - 2019 წლის მონაცემებით, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის მომხმარებელთა 76% აღარ მოიხმარდა ტრადიციულ სიგარეტს.

რაზე მეტყველებს ქვეყნების გამოცდილება?

ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებზე, ტრადიციული თამბაქოს კონტროლის ინიციატივებთან შედარებით, შესაძლოა ხელი შეუწყოს მწეველთა რაოდენობის სწრაფ შემცირებას. როგორც ფაგერსტრომი აღნიშნავს, 2019 წლის Global Burden of Disease (GBD) კვლევის თანახმად, 1990 წელს მსოფლიოში 0.99 მილიარდი მწეველი იყო, ხოლო 2019 წლისთვის მათი რაოდენობა 1.14 მილიარდამდე გაიზარდა. ჯანმოს მონაცემებით კი, 2020 წელს მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა კვლავ 0.99 მილიარდს გაუტოლდა.

შესაბამისად, ჯანმომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ტრადიციულ თამბაქოზე უფრო მკაცრი რეგულაციებისა და მაღალი გადასახადების დაწესება, მოწევის პრევენციის ხელშეწყობისთვის ინიციატივების გამკაცრება. ამავდროულად, ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტებისთვის რეგულაციური და ფისკალური უპირატესობის მინიჭება, რაც ხელს შეუწყობს ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე, როგორც ზიანის შემცირების ინსტრუმენტზე, ხელმისაწვდომობის ზრდას იმ სრულწლოვან მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული თამბაქოს მოხმარებას.