16.ივნისი .2021 16:31

თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტიანობა - რა არის მთავარი გამოწვევა?

თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტიანობა - რა არის მთავარი გამოწვევა?
views 572
უკან

დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

მწეველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს ნიკოტინი იწვევს. თუმცა, სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ დაავადებების განვითარების მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ სიგარეტის კვამლში არსებული 7000-მდე ნივთიერება წარმოადგენს, რომელთაგან 70 კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება.

“როდესაც ნიკოტინის შესახებ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა ფორმით ხდება მომხმარებლის მიერ მისი მიღება. მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ თავად ნიკოტინი არ იწვევს კიბოს ან მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს ფოთლის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი და მასში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებია”, - განაცხადა ჟიზელ ბეიკერმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” სამეცნიერო ჩართულობის ხელმძღვანელმა.

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ნიკოტინი სხვადასხვა ბოსტნეულსა და ხილშიც არსებობს, თუმცა მცირე რაოდენობით, ამიტომ ნივთიერების მიღების ყველაზე გავრცელებულ გზას ტრადიციული სიგარეტის მოხმარება წარმოადგენს.

თამბაქოს ზიანის მიუხედავად, მწეველთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ამიტომ, იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, შეიქმნა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, რომლებიც არ იყენებს წვას, შედეგად ამცირებს მოხმარების პროცესში გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას. ასეთ მოწყობილობებს მიეკუთვნება: თამბაქოს ელექტრონული სიგარეტები, სნუსი და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები.

მართალია თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ბაზარზე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა, ექსპერტების აზრით, თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის მნიშვნელოვან პირობას მომხმარებლის ქცევის ცვლილება წარმოადგენს.

“იმისათვის, რომ თამბაქოს ზრდასრული მომხმარებელი გადავიდეს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე, მას უნდა ჰქონდეს წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე”, - ამბობს პიერპაოლო მანიანი, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მომხმარებლის ქცევისა და მარეგულირებელი ხედვების დეპარტამენტის დირექტორი.

თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მნიშვნელობაზე მომხმარებელთა მხრიდან გამოვლენილი ინტერესიც მეტყველებს. მაგალითად, 2020 წლის მონაცემებით, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილი გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა, მსოფლიოს 64 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი და მას 19.1 მილიონი ზრდასრული მწეველი მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა 73%-მა სრულად შეწყვიტა ტრადიციული სიგარეტის მოხმარება და გადავიდა უკვამლო მოწყობილობაზე. ეს კი უკეთესი მომავლის შექმნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

“არსებული ტენდენციის გათვალისწინებით იმედი გვაქვს, რომ მომავალ 10-15 წელიწადში შევძლებთ, შევქმნათ სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავალი”, - განაცხადა პიერპაოლო მანიანიმ.

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის ეფექტურობას ამტკიცებს “შვედური გამოცდილებაც”. შვედურ ბაზარზე უკვამლო მოწყობილობის, SNUS-ის გამოჩენის შედეგად ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში 5%-მდე შემცირდა. შედეგად, დღეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებლით შვედეთი გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის ყველაზე დიდი ბაზარი იაპონიაში ფიქსირდება. ქვეყანაში გასახურებელი თამბაქო პირველად 2016 წელს გამოჩნდა, 2017 წელს კი 4.7 მილიონმა ადამიანმა შეწყვიტა მოწევა და გადავიდა გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაზე. დღეს იაპონია პირველი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო წარმომადგენლებმა დაიწყეს ტრადიციული სიგარეტისა და გასახურებელი მოწყობილობების დიფერენცირება, რაც რეგულაციურ მიდგომებში გამოიხატება. ამგვარი მიდგომა კი ამარტივებს ზრდასრული მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს მოდიფიცირებული რისკის მქონე მოწყობილობის მოხმარებაზე გადასვლის პროცესს.

ექსპერტების განცხადებით, ზიანის შემცირების სტრატეგია მუშაობს და ის ეფექტურია. ახლა მთავარ გამოწვევას ამ მეცნიერული ინოვაციის მიმართ კულტურული მიმღებლობის ჩამოყალიბება წარმოადგენს - რაც ისეთი საკანონმდებლო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, რომელიც ამ ინოვაციის მეცნიერულად დადასტურებულ სარგებელს გაითვალისწინებს. ჯანსაღი მომავლის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად კი საჭიროა მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათთვის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.