28.ოქტომბერი .2020 20:40

თამუნა თანდაშვილი: "მაშინ როდესაც არავინ იცოდა როგორ ემართა ვირუსი, ჩვენ გადავრჩით"

views 567
უკან

“ქართველები ცოტა პრეტენზიული ხალხი ვართ, საზღვრები რომ ამ დრომდე გაგვეხსნა და მკვეთრად გაზრდილიყო კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ იქნებოდა დიდი პანიკა და დააბრალებდნენ ისევ მთავრობას რომ საფრთხე შეუქმნა ჩვენს სიცოცხლეს”,- ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, “ტურიზმის ალიანსის” წარმომადგენელმა, თამუნა თანდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის ხარვეზი იყო არასწორი მოლოდინების შექმნა, რადგან ხალხმა საკრედიტო ვალდებულებები აიღო და ბიზნესის განახლება დაიწყო.

“როცა მთავრობის გადაწყვეტილებები არაპოპულარული ხდება და მუდმივი კრიტიკის ქვეშ ექცევა, მაშინ რაც არ უნდა გააკეთოს, არ მოგვწონს. ცოტა ოპტიმისტურად შევხედოთ სურათს. პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც არავინ იცოდა როგორ ემართა ვირუსი, ჩვენ გადავრჩით. ახლა მეტი ინფორმაცია და გამოცდილება არსებობს მსოფლიოში. ხოლო “მწვანე სტატუსის” გამოყენება ქვეყანას უფრო ეფექტურად შეეძლო, თუმცა ამ სტატუსის მიღება და დაკარგვა ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული და არა არასწორ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებს მთავრობა. მე არ ვიცი რა რისკები დადგებოდა მაშინ, თუკი “მწვანე სტატუსით” გახსნილ ქვეყანაში ძალიან დიდი ინფიცირების რაოდენობა იქნებოდა და არ გვეცოდინებოდა როგორ ვმართოთ”, - აღნიშნა თამუნა თანდაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან რეგულარული ავიამიმოსვლა 10 მიმართულებით აღდგება. ესენია: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი, კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა