მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანა და თეძამი - პარლამენტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის კანონპროექტი მიიღო

63638f6cedaa5
BM.GE
03.11.22 13:50
1347
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით, ერთხმად მიიღო „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტისა და ტანას აღკვეთილის შექმნისა და მართვის სფეროში ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.

კანონის პროექტით წესრიგდება ტანასა და თეძმის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიული ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტით, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება.