11.თებერვალი.2016 20:46
ეკონომიკა

თანაინვესტირების ფონდი მიმდინარე წელს 5 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს

თანაინვესტირების ფონდი მიმდინარე წელს 5 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს
თანაინვესტირების ფონდი მიმდინარე წელს 5 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, ჯამური საინვესტიციო მოცულობით 1 მილიარდ დოლარამდე, რის შედეგადაც ფონდის აქტიური პორტფელი 3 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა ფონდის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე მათ შინაარსს არ ამხელს და მხოლოდ იმ სექტორებს ასახელებს რომლებშიც აღნიშნული პროექტები განხორციელდება.
 
"პროექტები თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს. ეს არის წარმოებაც, ენერგეტიკაც, უძრავი ქონებაც და სოფლის მეურნეობაც. ყველა პროექტში სხვადასხვა წილობრივი მონაწილეობა გვაქვს.

ფონდის მუშაობას საკმაოდ დადებითად ვაფასებ. ჯერ-ჯერობით პროექტების უმეტესობა არის აქტიურ სამშენებლო ფაზაში. მხოლოდ ორი პროექტია, რომელიც ფუნქციონირებს. პირველი ეს არის ვირტუალური ვალუტის დატა ცენტრი. 1 წელია რაც სათბურების პროექტის პირველი ფაზა ფუნქციონირებს. ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზეა წარმოდგენილი. ამჯერად სრულდება პროექტის მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს სათბურის ფართობის 150%-ით გაზრდას. მისი დასრულების შემდეგ ბაზარზე ქართულ კიტრთან ერთად პომიდორიც შემოვა", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდმა საქმიანობა 2013 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მის მიერ წამოწყებული პროექტებიდან დასრულებულია ორი, ხოლო დანარჩენები განვითარების ეტაპზეა.

19.აპრილი.2019 10:01
122

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ე.წ. ატკატის გამო დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:50
63

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:03
104

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:23
138

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
212

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
94

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად