მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი თანამშრომლის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს

5e7358964ff4d
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.20 18:08
1096
ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, - ამის შესახებ BM.GE-ის თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს.

როგორც ფონდში განმარტავენ, მას შემდეგ რაც მათმა თანამშრომელმა შეიტყო, რომ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან, სანამ მას დაუდასტურდებოდა ინფიცირება, თავი იზოლაციაში მოიქცია. თუმცა ვირუსის დადასტურებამდე მას სამუშაო სივრცეში კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე თანამშრომელთან, რომელიც ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია მოქცეული.

„ამ ადამიანს ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი პირთან, რომელიც ინფიცირებულია COVID-19-ით. ჩვენმა თანამშრომელმა როგორც კი გაიგო, რომ ეს შეხვედრა შედგა და ამ ადამიანს დაუდასტურეს ინფიცირების შემთხვევა, პარასკევი საღამოდან გადავიდა თვითიზოლაციაში. შეხვედრა მასთან ჰქონდა ოთხშაბათს საღამოს, შესაბამისად, ხუთშაბათსა და პარასკევს დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა სამსახურში. ჩვენს თანამშრომელს პირდაპირი შეხება ჰქონდა 4 ადამიანთან, თუმცა 10-მდე ადამიანია ვისაც პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა მასთან. 10-ვე იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ დრომდე ისინი თავს კარგად გრძნობენ, არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ. შესაბამისად სანამ სიმპტომები არ გამოვლინდება, ტესტს ლუგარის ლაბორატორია არ აკეთებს.

ჩვენი თანამშრომლის კორონვირუსით დადასტურების პასუხი ორშაბათს მივიღეთ და მან დაიწყო მკურნალობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საკმაოდ იოლ ფორმებში მიმდინარეობს მასთან ეს პროცესი. სიცხე აქვს დაბალი, აქვს მცირე ხველა.

მთავარი ის არის, რომ მას არანაირი სიმპტომები არ ჰქონდა, უბრალოდ თვითიზოლაციაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადავიდა“, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

ფონდში ასევე აღნიშნეს, რომ ფონდის ოფისი "აქსის თაუერსში" სხვა კომერციული ობიექტებიდან იზოლირებულია და ცალკე შესასვლელი აქვს.

„სანამ ჩვენს თანამშრომელს დაუდასტურდებოდა, იქამდე ორშაბათიდან დისტანციური სამუშაო რეჟიმისთვის მზადება იყო დაწყებული. ორშაბათს ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები სრულად. ოფისი მდებარეობს "აქსის თაუერსში" და გვაქვს აბსოლუტურად იზოლირებული შესასვლელი, კარი - ცალკე სივრცეში ვართ. არანაირი კვეთა არ არის აგროჰაბთან და სხვა კომერციულ ობიექტებთან. სადეზინფექციო სამუშაობი დილიდან ჩატარდა. ამ დროისთვის ჩვენი ოფისი დაკეტილია და სავარაუდოდ 2 კვირის მანძილზე დისტანციურად ვმუშაობთ, მერე უკვე მდგომარეობიდან გამომდინარე“, - უთხრეს BM.GE-ის თანაინვესტირების ფონდში.