მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდის 3 პროექტი სოფლის მეურნეობასა და ლოჯისტიკაში - წლის შეფასება

5e02570c931b4
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.19 22:00
1700
„2019 წლის მანძილზე, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა“, - ასე აფასებს BM.GE-სთან საუბრისას მიმდინარე წელს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე.

მისი ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდი აღნიშნულ სექტორში სამ პროექტს ახორციელებს.

„საქართველოს სათბურის კორპორაცია“ - 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური, „გეოაგრო“ - რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასოფლო-სამურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია და „ქართული აგრო სახლი“ - მომსახურების სრული ციკლის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების დისტრიბუტორი კომპანიაა.

მიმდინარე წელს, „საქართველოს სათბურის კორპორაციისა“ და შპს „გეოაგროს“ მიმართულებით მოსავლიანობის რეკორდული წელი დაფიქსირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით „საქართველოს სათბურის კორპორაცია“-მ 23%-ით გაზარდა წარმადობა.

რაც შეეხება შპს „გეოაგრო“-ს მიერ სიმინდის წარმადობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 31%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამასთანავე, შპს „გეოაგროს“-ს შემთხვევაში დამატებით 260 ჰექტარზე თხილის ბაღი გაშენდება. თხილის ბაღის გაშენება დაწყებულია და 2020 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. ამ დროისთვის, დამონტაჟებული და გამართულია ირიგაციის სისტემა, შესყიდულია ნერგები და დამუშავებულია მიწის ტერიტორია, სადაც ერთ ჰექტარზე 530 ნერგი დაირგვება“, - ამბობს ცოტნე ებრალიძე.

ცნობისთვის, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შპს „გეოაგრო“ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აბაშის რეგიონში, 1 055 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს.

კომპანია სპეციალიზირებულია როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში.

2017 წელს შპს „გეოაგრომ“, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან და ფერერო-ჯორჯიასთან თანამშრომლობით წამოიწყო მასშტაბური თხილის ბაღების პროექტი, რის ფარგლებშიც დაგეგმილია თხილის ინდუსტრიული თანამედროვე ტიპის ბაღის განვითარება 600 ჰა ფართობზე. პირველი ორი ეტაპი დასრულებულია და შედეგად 410 ჰა თხილის ბაღი უკვე გაშენებულია. 190 ჰა-ზე დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება კი დაგეგმილია 2020 წლის გაზაფხულისთვის.