მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდმა „გალერია თბილისის“ მყიდველი, ჯერჯერობით, ვერ იპოვა

6138bb9e1bedf
ინგა მურუსიძე
08.09.21 18:15
876
თანაინვესტირების ფონდმა "გალერია თბილისის" მყიდველი, ჯერჯერობით, ვერ იპოვა. 

საქმე ის არის, რომ „თანაინვესტირების ფონდი“ „გალერია თბილისის“ გასხვისებას 2019 წლიდან ცდილობს. აქტივი 130 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე კი ამბობდა, რომ დაინტერესებული ინვესტორები არსებობდნენ, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე - უცხოური კომპანიები.


დღეს კი ცოტნე ებრალიძემ bm.ge-ის უთხრა, რომ აქტივის გაყიდვის სურვილი ისევ ძალაშია, მაგრამ ქონების იაფად გაყიდვის ინტერესი, ბუნებრივია, არ აქვთ. 

"ვიდრე კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, აქტიური მოლაპარაკება გვქონდა რამდენიმე ინვესტორთან. პანდემიის პერიოდშიც იყვნენ ინვესტორები დაინტერესებულები, თუმცა ძირითადად ისეთები, ვისაც სურს, 100-ლარიან აქტივში 20 ლარი გადაიხადოს. ჩვენ მაგის ინტერესი არ გვაქვს, რადგან მადლობა ღმერთს, გვაქვს საშუალება უკეთეს პერიოდს დაველოდოთ, რომ გავყიდოთ იმ ფასად, რა ფასსაც იმსახურებს“, - აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი.