მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამდებობიდან მიმავალი საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ფონდის ზომა დღეს 461 მილიონი ლარია

5dee05d962f6b
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.19 12:50
1604
დღეს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ ის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის განცხადების მიმართავს და იმედოვნებს, რომ თანამდებობას 2020 წლის იანვარში დატოვებს. ამასთანავე, ლევან სურგულაძე ამბობს, რომ ის რეფორმის წარმატებისთვის ილოცებს - "რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”

ლევან სურგულაძის განცხადებით, რეფორმაში ამჟამად 60,000 კომპანიაა ჩართული. სისტემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა 943,113 ადამიანს შეადგენს, გასვლის უფლებით კი 163,000-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ლევან სურგულაძის განცხადებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე თავად ფონდი ელოდა. ამ დროისთვის სისტემაში აკუმულირებული თანხის მოცულობა 461 მილიონი ლარია. 

"დღეს საპენსიო სააგენტო, მუშაობს გამართულად, ჩვეულ რეჟიმში. მისი ყველა ფუნქცია მუშაობს გამართულად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. შედეგები არის უფრო კარგი, ვიდრე ჩვენ ველოდით, რეფორმა მიმდინარეობს ნამდვილად წარმატებით, დღეის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული გვყავს 943,113 ადამიანი, გასვლის უფლებით ისარგებლა მხოლოდ 163,000-მა ადამიანმა. 60,000-ზე მეტი კომპანია არის ჩართული სქემაში ამ დროისთვის. საპენსიო ფონდის მოცულობა დღევანდელი დღისთვის გახლავთ 461,168,297 ლარი,"- ამბობს ლევან სურგულაძე. 

ლევან სურგულაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ:


საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. მის ფარგლებში 40 წლამდე ასაკის დასაქმებული პირები სავალდებულო წესით საკუთარი ხელფასის ნაწილს საპენსიო ფონდში ზოგავენ, 40 წელზე უფროსებისთვის კი სისტემიდან გამოსვლა ნებაყოფლობითი იყო. რეფორმის კონსტიტუციურობის შესახებ სპეციალური სარჩელია მომზადებული, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.