პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და მისი კონტროლი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებული შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელშიც ასოციაციის წევრი კომპანიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნეს, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სამსახურის ფუნქციების, მისიისა და საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარედგინათ.
ასევე, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ მარიამ გაიპარაშვილმა დეტალურად ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, რომელიც პირდაპირ იცავს მომხმარებელთა უფლებებს და ასევე, წარმოადგენს ბიზნეს სექტორის ინტერესს. ამასთან, საუბარი შეეხეო მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, კერძოდ, ინფორმაციის მიღების, მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვისა და წაშლის უფლებებს, ასევე, უფლებების შეზღუდვასა და მონაცემთა სუბიექტის წერილობით თანხმობას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის განცხადებით, "პირადი ინფორმაციის დაცვა თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართალი უკვე 10 წელს ითვლის, ეს არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა უნდა შევძლოთ და ფეხი თანდათანობით ავუბათ თანამედროვე გამოწვევებს. უნდა დავამკვიდროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი საქმიანობა დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან არის დაკავშირებული".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად ემსჯელა პრაქტიკაში არსებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ პირდაპირ მარკეტინგზე, შრომით ურთიერთობებზე, მონაცემთა უსაფრთხოებასა და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალური და საინტერესოა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.
„პერსონალური მონაცემების დაცვა და მონაცემთა სწორი გზით დამუშავება მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესისთვის, ვინაიდან თანამედროვე სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნეს ოპერატორების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე. პოზიტიურად ვაფასებთ მსგავსი ფორმატის დიალოგს, ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი