მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლები იცრებიან, თუმცა განახლებული რაოდენობრივი მონაცემები ამ ეტაპზე არ გვაქვს -„საქართველოს ფოსტა“

614c7bc9ed971
ინგა მურუსიძე
24.09.21 09:40
760
15 მარტიდან დღემდე საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25.9%, ხოლო გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაა. BM.GE დაინტერესდა, როგორია ვაქცინაციის მხრივ აქტივობა სახელმწიფო კომპანიებში, რომლებიც საკმაოდ ბევრ ადამიანს ასაქმებენ და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებთან აქტიური შეხება აქვთ. მათგან ერთ-ერთია „საქართველოს ფოსტა“, რომელიც ამ ეტაპზე 2100 ადამიანს ასაქმებს.

„ამჟამად, “საქართველოს ფოსტაში” 2100 დასაქმებულია. რაც შეეხება აცრილთა რაოდენობას, აღნიშნულ ეტაპზე ხორციელდება მონიტორინგი რაოდენობის დასადგენად, თუმცა ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს“, -უთხრეს BM.GE-ს ფოსტაში.

რაც შეეხება წამახალისებელ ღონისძიებას, სთავაზობს თუ არა ასეთს ორგანიზაცია თანამშრომლებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ვაქცინაციის დღეს “საქართველოს ფოსტა” თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს დამატებით ანაზღაურებად უქმე დღეს.

“საქართველოს ფოსტა” თბილისსა და რეგიონებში, თანამშრომლების ნებაყოფლობით ვაქცინაციას ეტაპობრივად ახორციელებს. კომპანიამ აცრის მსურველები არაერთხელ დაარეგისტრირა. ასევე, მათი ტრანსპორტირება და ერთ ლოკაციაზე ვაქცინაცია უზრუნველყო. ასევე, “საქართველოს ფოსტამ“ თანამშრომლებისთვის, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სესიის ორგანიზება განახორციელა“, - ამბობენ ფოსტაში.