მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლების 95% უხელფასო შვებულებაშია - რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი

5e7a45b41a672
ლევან თაღიაშვილი
24.03.20 23:00
1242
რესტორატორი და "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" წარმომადგენელი ლევან ქოქიაშვილი სარესტორნო ბიზნესის მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ თანამშრომლების 95% უხელფასო შვებულებაშია. მისი თქმით, იჯარის გადასახადი დიდ ტვირთად აწვება ბიზნესს და აპრილში უკვე სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას.

„ძალიან მძიმედაა ჩვენს ინდუსტრიაში სიტუაცია. Michelin-მაც, რომელიც რესტორნების კრიტიკოსია, არ იცის რა ქნას. თანამშრომლების 95% არის უხელფასო შვებულებაში. ძალიან დიდ ტვირთად გვაწვება ასევე იჯარები, რომელიც დიდი გაუგებრობაა და ამ თვეში როგორმე გადავიხდით, თუმცა, აპრილში რა ვქნათ, არ ვიცით", - განაცხადა ქოქიაშვილმა.

მისი თქმით, ყველა მენეჯერი ხარჯების შემცირებას ცდილობს და სახელმწიფოები სექტორისთვის გადასახადების შემცირების ან მორატორიუმის პრაქტიკას ნერგავენ.

„ყველა მენეჯერი ცდილობს ბიზნესის გადარჩენას და ხარჯების შემცირებას. სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად შეხვდა, მაგალითად დიდ ბრიტანეთში 12 თვით გათავისუფლდნენ სახელფასო გადასახადისგან. ასევე ამ პერიოდში სასამართლოში წასვლასაც არ ექნება აზრი, რადგან საქმის შეტანა ამ საკითხზე აიკრძალა და მეიჯარე და მოიჯარე რაღაცნაირად თავად უნდა შეთანხმდეს. როგორც წესი, სასტუმროს იჯარა აქვს აღებული, შემდეგ სესხია გაკეთებული და ასეა რესტორანი შექმნილი", - ამბობს რესტორატორი.