მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლების დიდი ნაწილი აცრილია - Galt &Taggart

6139bbe7c3a3b
ინგა მურუსიძე
10.09.21 09:45
678
Galt &Taggart-ის მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომლების დიდი ნაწილი აცრილია. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, მუდმივად მიდის განხილვა, რომ ვაქცინაცია წახალისდეს.

„პანდემიის დაწყებისთანავე მოგვიწია სახლებში სამუშაოდ გადასვლა და მოვერგეთ სიტუაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვფიქრობთ, თანამშრომლების ძალისხმევით შევძელით და ყველამ ეს ქვეყანა მოვიტანეთ დღემდე. ძალიან რთული პერიოდი იყო სამუშაოს გაწევის მხრივაც, რადგან რაღაც პერიოდში კომპიუტერების დეფიციტიც გაჩნდა - ვერ ვშოულობდით.

თუმცა ახლა სიტუაცია დადებითი გვაქვს, ხალხის დიდი ნაწილი აცრილია, ბევრმა ვირუსი გადაიტანა და საბედნიეროდ, მსუბუქად. ვამონიტორინგებთ ყველაფერს მაქსიმალურად და მიდის საუბარი კომპანიაში იმაზე, რომ აცრა მაქსიმალურად წავახალისოთ. აცრა ერთადერთი გამოსავალია“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.