მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლების გაფიცვის პარალელურად „IDS ბორჯომი“ ორი ქარხნის მუშაობას აჩერებს - განცხადება

60a50404860cc
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.21 16:26
1025
„IDS ბორჯომი“ 2 ქარხანაში თანამშრომელთა გაფიცვის გამო მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„IDS ბორჯომი საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ ქარხნები ამ დრომდე ნაწილობრივ განაგრძობდა მუშაობას, რადგან დასაქმებულთა ნაწილი თავისი სურვილით აგრძელებდა მუშაობას. კომპანიაში ქარხნების დროებით გაჩერების მიზეზსაც განმარტავენ:

„ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის მიუხედავად, გუშინ წარმოების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდა თუმცა, აქციის მსვლელობისას, ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდება.

როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა. ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი.

თუმცა სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ცნობისთვის: 18 მაისიდან „IDS  ბორჯომი საქართველოს“ პირველი და მეორე ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. ისინი კომპანიისგან ადექვატურ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ. გაფიცულების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ისინი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც 1 დღიანი მორატორიუმი ითხოვეს, რათა გადაწყვეტილების მიღება რუსეთსა და უკრაინაში ცენტრალურ ოფისებთან შეთახნებით მოხდეს. კომპანიაში კი აღნიშვდნენ, რომ პანდემიისდროსთანამშრომლების 100% შეინარჩუნესდასახელფასოფონდი 10%–ითგაზარდეს. ამასთან, ისინიდღესაცმზადარიან, გადახედონანაზღაურებას