მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დასმის გამო, სინგაპურის ბანკში ევაკუაცია გამოცხადდა

5e43e51151b98
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 15:43
848
დაახლოებით, 300 ადამიანია ევაკუირებული, სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი DBS ბანკიდან. მიზეზი ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დასმა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება გუშინ მოხდა, ხოლო შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

„300-მდე ევაკუირებული თანმშრომელი, რომელიც ინფიცირებულთან ერთად იმავე სართულზე მუშაობდნენ, საქმის შესრულებას სახლებიდან გააგრძელებენ“, - აღნიშნა კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, სინგაპურში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა; აღნიშნული რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანი იმსხვერპლა. ჯამში კორონავ,ირუსით ჩინეთში 1113 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 44 600-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 4740 პაციენტი.