მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TANAP-ის პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს რეგიონში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს - ირაკლი ჩიქოვანი

5de28628d4b57
თელარა გელანტია
30.11.19 19:12
1377
რა თქმა უნდა, ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა TANAP-ის გასზადენის პროექტის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში.

„დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო TANAP-ის პროექტის ინაუგურაციას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია თავისი როლი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან და ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.