მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანსაცმელების ბრენდი Supreme და ორცხობილების მწარმოებელი OREO ერთობლივ პროდუქტს უშვებენ

5e4e7f6ddd39b
ნათია თაქთაქიშვილი
20.02.20 23:00
924
მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმელების ბრენდი Supreme და ორცხობილების მწარმოებელი Oreo კოლაბორაციას გეგმავენ. როგორც ჩანს, მათი ერთობლივი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცის Dailymail- ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Supreme–ით ბრენდირებულ Oreo-ს ტკბილეულზე ყველაფერი Supreme-ის ფერებში იქნება გადაწყვეტილი - წითელსა და თეთრში.

მისი ფასი სავარაუდოდ, 8 დოლარი იქნება. თუმცა, მომხმარებლის მხრიდან დიდი მოლოდინის გამო, პროდუქტი უკვე გამოჩნდა Ebay-ზე, სადაც ორცხობილას 200 დოლარად ყიდიან.

აღნიშნულმა კოლაბორაციამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმაც გამოიწვია, რაც მათი განსხვავებულ სეგმენტებში მოღვაწეობით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ბრენდმა Supreme-მა უკვე წარადგინა ახალი გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია და მომხმარებლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ბრენდის სარეკლამო კამპანიებში სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან ქეით მოსი, ლედი გაგა, ლუ რიდი, ნილ იანგი და სხვა.