მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა ZOMA-მ ასორტიმენტი გააფართოვა

602e701642cab
BM.GE
18.02.21 17:45
692
ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა, ZOMA-მ, ასორტიმენტი გააფართოვა. განახლებულ კოლექციაში დაემატა სხვადასხვა სტილის ჰუდები, ქურთუკები; დაემატა აქსესუარების ხაზიც, მათ შორის: ჩანთები, ქუდები, წინდები, საძილე ნიღბები, უნიკალური დიზაინისა და პრინტის პირბადეები და სხვ.

ZOMA სოციალურად აქტიური მეამბოხე ბრენდია, რომლის შექმნილი სამოსი, აქსესუარები და დეტალები განსაზღვრავს პიროვნებასა და მისი ცხოვრების სტილს.

აღსანიშნავია, რომ ZOMA-ს ყოველი ახალი ხაზი გარკვეული იდეის მატარებელია. ზომას გამორჩეული და უნიკალური დიზაინის სამოსის უკან, ყოველთვის დგას მნიშვნელოვანი იდეა ან ამბავი.
ბრენდის ერთ-ერთი ბოლო ხაზი - out of box thinking, რომელიც სკოლა კომაროვთან კოლაბორაციით შეიქმნა, თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობის წამოწევას ემსახურება. კოლექციაში შევიდა როგორც უნიკალური მოდელები, ასევე, თემატური პრინტები და აქსესუარები.

ზომას არსებული კოლექციის შეძენა მსურველებს zoma.store-ზე შეუძლიათ. ნივთს მომხმარებელი შეკვეთიდან რამდენიმე საათში მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლებელია შეძენილი ნივთისა და ზომის გადაცვლაც. გარდა ონლაინმაღაზიისა, ზომას სამოსისა და აქსესუარების შეძენა შესაძლებელია ბრენდის მაღაზიაში, რომელიც გალერია თბილისში მდებარეობს.
2019 წლიდან ZOMA სინერჯი კაპიტალის პორტფელშია.

(NS)