მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხის მოთხოვნის სერვისი თიბისი ფეიზე

5f27c92a7c28a
BM.GE
03.08.20 12:21
1153
თიბისი ფეი ბაზარზე უკვე 12 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს არაერთი ახალი და საჭირო სერვისი შესთავაზა. თიბისი ფეის სისტემაში ბოლოს დროს დამატებულ სიახლეებს შორის ერთ-ერთი თანხის მოთხოვნის ფუნქციონალია, რომელიც სრულიად უნიკალური და გამორჩეული სერვისია. თიბისი ფეის მოხმარებელს ამ და სხვა საჭირო ფუნქციის პოვნა განახლებულ მობილურ აპლიკაციაში შეუძლია.

როგორ გამოვიყენოთ თანხის მოთხოვნის ფუნქცია

ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როდესაც სამეგობრო საერთო საქმისთვის აგროვებს თანხას და არავის სურს ამ საქმის თავის თავზე აღება, ასევე ხშირად უხერხული მომენტი იქმნება რესტორანში ვახშმის თუ სამსახურში შუადღეს ერთობლივი ლანჩის ბოლოს დახარჯული თანხის განაწილებისას. გარდა ამისა ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ხშირად ხელზე არ გვაქვს ნაღდი ფული და თანხის გაყოფისას გვირჩევნია ჩვენი წილი თანხა ბარათიდან ჩამოგვეჭრას. სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა შექმნილი თიბისი ფეის აპლიკაციის ინოვაციური ფუნქცია თანხის მოთხოვნა, რომელიც ბევრად გაგიიოლებთ და შეგიმსუბუქებთ მსგავს უხერხულ სიტუაციებს.

თანხის მოთხოვნის ფუნქციით სარგებლობა კი ძალიან მარტივია. ამისათვის საჭიროა თიბისიფეის აპლიკაციაში აირჩიოთ ღილაკი- თანხის მოთხოვნა, პირდაპირ ტელეფონის კონტაქტებიდან გადმოიტანოთ ყველა იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომელთა შორისაც იყოფა თანხა, მიუთითოთ გასაყოფი თანხის ოდენობა და დააჭიროთ ღილაკს „მოითხოვე თანხა“. აპლიკაცია თანაბრად გაყოფს მითითებულ თანხას მონაწილე პირებზე ან იმ შემთხვევაში თუ თანხის გაყოფა თანაბრად არ გსურთ, შესაძლებელია თანხის ოდენობების ინდივიდუალური მითითება. ადრესატები SMS შეტყობინების სახით მიიღებენ თანხის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას. მესიჯში მითითებული იქნება ბმული, რომელზე გადასვლითაც ისინი მარტივად შეძლებენ თქვენთვის მოთხოვნილი თანხის გადარიცხვას.

თუ თანხა რამდენიმე დღეში არ დაგიბრუნდათ ანგარიშზე და ამის შესახებ შეხსენებაც გერიდებათ, ზედმეტი ღელვა საჭირო არ არის - თიბისი ფეის აპლიკაცია ამ დისკომფორტსაც აგარიდებთ თავიდან. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ისარგებლებთ შეხსენების ფუნქციით, რომელიც თანხის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებას განმეორებით გაგზავნას გულისხმობს.

თიბისი ფეის აპლიკაციის კიდევ სხვა საჭირო ფუნქციები

თიბისი ფეის მობილურ აპლიკაციაში სხვა არაერთ საჭირო ფუნქციას ნახავთ, რომელიც ნამდვილად გაგიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. თავისი მრავალფუნქციურობით აპლიკაცია თავისუფლად შეგიცვლით ნებისმიერ ინტერნეტ ბანკს, თანაც ამ ყველაფრისთვის ყოველთვე არაფრის გადახდა არ მოგიწევთ. -აპლიკაციით უამრავი ისეთი ფინანსურისერვისის გამოყენებაა შესაძლებელი რაც ყოველდღიურად შეიძლება დაგჭირდეთ, ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა, კომუნალურების გადახდა, ავტომატური გადახდების ჩართვა, მობილური ბალანსის შევსება, ხშირად გამოყენებული გადახდებისთვის შაბლონების შექმნა, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ბეჭდვის შესაძლებლობა და რაც მთავარია, ერთი სივრცე 1000-მდე კომპანიის უამრავი სხვადასხვა სერვისის გადასახდელად!

თიბის ფეის აპლიკაციით სარგებლობა ყველას შეუძლია იმის მიუხედავად, ხართ თუ არა რომელიმე ბანკის მომხმარებელი. თუ საბანკო ბარათი გაქვთ, გადახდებს თქვენი ბარათით განახორციელებთ.

თიბისი ფეი ერთი სისტემაა, რომელიც მომხმარებელს დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პლატფორმას გამოიყენებთ - სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, ვებ-გვერდს თუ მობილურ აპლიკაციას - თქვენ ყველგან დაგხვდებათ ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის.

გადმოწერეთ აპლიკაცია თქვენი მობილურისთვის:
გადმოსაწერი ბმული iOS სისტემისთვის App Store-დან;
გადმოსაწერი ბმული Android სისტემისთვის Play Store-დან.