"ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო,"- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე "ადეკვატურ" მაჩვენებელზე დაბლა არ ჩამოვა, რასაც საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი დახმარებები უწყობს ხელს.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო. ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა. ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს,"- აცხადებს ტაო ჟანგი.
2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.75 მილიარდი აშშ დოლარია. რეზერვების მოცულობა მიმდინარე წლის აგვისტოსთან, ანუ მის პიკურ პერიოდთან შედარებით $180 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც სებ-ის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდება. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 25 სავალუტო ინტერვენცია გამართა, რომელთა შედეგადაც $843 მილიონი დოლარი გაიყიდა.
დღესვე, IMF-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოსთვის დამატებით $113.9 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს რესურსი საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო გაუარესებული საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებაში, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯების დაფინანსებაში. ფონდის ინფორმაციით, ამ ფინანსური დახმარების გამოყოფის შედეგად, IMF-ის მიერ ქვეყნისთვის უკვე გამოყოფილი რესურსების მოცულობა $585 მილიონ დოლარს (SDR 406 მილიონს) მიაღწევს.
IMF-ის დირექტორთა საბჭომ საქართველოს განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც დაამტკიცა. ახალი პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, რაც ოქტომბერში წარდგენილ პროგნოზთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ გაზრდილ ვალის ზომასაც ითვალისწინებს. 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 7.5%-ით არის განსაზღვრული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი