მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტაქსების 2 500-მდე ახალი ნებართვაა გაცემული“ - ირაკლი ხმალაძე

6411824f92379
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.23 12:41
657
დაახლოებით 2 500 ახალი ნებართვაა გაცემული, ისეთ პირებზე, რომლებსაც აქამდე ეს ნებართვები არ ჰქონდათ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტაქსების ლიცენზიებზე არსებული მოთხოვნას შეეხებოდა.

მან აღნიშნა, რომ მოთხოვნა გაზრდილია.

დღეს დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს 20 მარტამდე ლიცენზიების აღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ 1 აპრილიდან უვადო ნებართვები აღარ გაიცემოდა.

ცნობისთვის: თბილისის მერია 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

აღსანიშნია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.