"ტაქსების რეფორმა აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, მანამდე არსებულ ქაოსურ სისტემას რეგულაცია ნამდვილად სჭირდებოდა", - განაცხადა bm.ge-სთან ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ აგლაძემ ტაქსების რეფორმის შეფასებისას.
მისი დაკვირვებით, რეფორმის შედეგად, ტაქსების მომსახურების ტარიფები, გამოძახების სერვისში ფაქტობრივად არ შეცვლილა.
"ფასები მხოლოდ ე.წ. A კატეგორიაში გაიზარდა, სადაც მძღოლებმა გარკვეული ინვესტიციები ჩაიდეს, მათ შორის, გადაღებვის თვალსაზრისით", - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
მისივე განმარტებით, მოსახლეობა არ არის საკმარისად გათვითცნობიერებული გამოძახების სერვისებთან დაკავშირებით და გარკვეულ ნაწილს ურჩევნია, ტაქსი ქუჩაში გააჩეროს, რიგ შემთხვევებში კი, სერვისზე უარს ტაქსის მძღოლებიც ამბობენ და ისინი ფასს თვითნებურად ზრდიან. ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა დროებითია და ბაზარი ამას დაარეგულირებს.
"ჩვენ მერიასთან წინადადება გვექნება, რომ მას შემდეგ, რაც ქართული აპლიკაცია "აქსელი" ფუნქციონირებას დაიწყებს, გამოძახების სისტემა A კატეგორიაზეც იქნას დაყენებული. ვაპირებთ ვიმუშაოთ იმ საკითხზეც, რომ ხალხი გავათვითცნობიეროთ", - დასძენს ზურაბ აგლაძე.
შეგახსენებთ, "აქსელი" ნიუ-იორკელი ქართველის კომპანიაა, რომელიც 1000-მდე მძღოლის დასაქმებას გეგმავს. ზურაბ აგლაძის ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში იქმნება აპლიკაცია, რომელიც ქართული კომპანია "ქარეტლის" საკუთრება იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ