28.სექტემბერი .2022 13:05

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ - კალაძე

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ - კალაძე
views 2639
უკან

ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმა, რომლის მესამე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე დაგეგმილი პროექტი დაასახელა.

„მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმაც, რომლის მესამე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა