13.აპრილი.2016 18:06
საზოგადოება

ტაქსების რეგულირების შემდეგ, კომპანიები ტარიფის გაზრდას ვარაუდობენ

ტაქსების რეგულირების შემდეგ, კომპანიები ტარიფის გაზრდას ვარაუდობენ
ტაქსით მომსახურების სფეროში თბილისის მერია რეგულაციების შემოღებას იწყებს. თუმცა, მომხმარებლებისა და ბიზნესის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მომხმარებელი რეგულირების დაჩქარებას ითხოვს, ბიზნესი კი ახალ რეალობაზე გადასასვლელად გარკვეული დროის საჭიროებაზე საუბრობს.  კომპანია "ელიტ ტაქსის" დამფუძნებელი, ლევან გაგუნაშვილი “ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ლიცენზირება ტაქსის ტარიფის გაზრდას გამოიწვევს.
 
"ლიცენზირება ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდი, იმიტომ რომ როდესაც ლიცენზირება დაიწყება მგზავრს ტარიფი თავისთავად გაეზრდება. ტარიფი რომ გაიზრდება, მგზავრთა რაოდენობაც იკლებს. დადებითი მხარე ისაა, რომ ტაქსით მომსახურებას ყველა ვეღარ შეძლებს. აბსოლუტურად ყველა მძღოლს უნდა, რომ კარგი ავტომობილი ჰყავდეს, საუკეთესო მანქანით იაროს და კარგი მანქანით მოემსახუროს მგზავრს, მაგრამ დღევანდელი ცხოვრებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე ყველას არ შეუძლია კარგი და ახალი ავტომობილის შეძენა და ალბათ თვითონ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ამას ხელი, რომ ყველა ტაქსის მძღოლს შეეძლოს ახალი მანქანის ყიდვა. ამ შემთხვევაში პარკიც ავტომატურად გაახლდება", - ამბობს ლევან გაგუნაშვილი.

ტაქსის კომპანია “200-200“-ის დამფუძნებელი, ნიკა ხოფერია კი აცხადებს, რომ ტაქსების პარკი წინა წლებთან შედარებით განახლებულია. მისივე თქმით, თუ კი ბრენდირებული ავტომობილების შემოღებაზე იქნება საუბარი, იმ ადამიანებს, რომელთა შემოსავლის წყაროც ტაქსით მომსახურებაა პრობლემები შეექმნებათ.

"ჩემი აზრით, ეს ყველაფერი თვითონ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. მაგალითად, 2 წლის წინ  ბევრად ცუდი ავტო პარკი იყო, შესაბამისად ახლა ბევრად განახლებულია. რეალობა ასეთია, რომ 21-ე საუკუნეში ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა, რომლის მიხედვითაც ხდება ტაქსის გამოძახებაც და მგზავრობაც.

თუ კი იმაზე იქნება საუბარი, რომ ტაქსი ბრენდირებული ავტომობილი უნდა იყოს  ბევრ ადამიანს შემოსავლის წყარო დაეკარგება. ჩვენ რეალობიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ.  შესაბამისად, თუ კი სხვა ქვეყნებში შეიძლება, რომ შვიდწლიანი ზღვარი იყოს, რომელშიც ტაქსმა უნდა იმუშაოს, ჩვენთან შეიძლება ეს ზღვარი მეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ამას ყველა სახელმწიფო დაწესებულება გაითვალისწინებს და არ მგონია, რომ ხისტი გადაწყვეტილება მიიღონ," - ამბობს ხოფერია.

23.აპრილი.2019 22:00
279

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 21:00
316

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:40
159

"რეგიონს სჭირდება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:38
378

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
94

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
70

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად