18.აგვისტო .2019 10:45

“ტაქსი არაა სოციალური პროექტი” – „200-200” მგზავრობის ტარიფის აუცილებლობაზე საუბრობს

views 5530
უკან

ტაქსების კომპანია „200-200“-ის დამფუძნებლის ნიკა ხოფერიას აზრით, იმისთვის, რომ ტაქსების ბიზნესმა ინდუსტრიის სახე მიიღოს, აუცილებელია, მგზავრობის საფასური გაიზარდოს.

მისივე თქმით, საქართველოს ტაქსით გადაადგილების საფასური საკმაოდ დაბალია, იმ დროს როცა ტაქსის მძღოლები საკმაოდ ბევრ თანხას მხოლოდ ავტომობილის გამართვაში ხარჯავენ.

ნიკა ხოფერია იმასაც ამბობს, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასი გაიზარდა, ხოლო ტაქსზე იგივე დარჩა.

„გაზრდილია მომხმარებლის მსყიდველთუნარიანობაც, შესაბამისად, გაზრდილი საფასური მათ მძიმედ არ დააწვებათ; როცა ჩვენ დავიწყეთ ოპერირება, საქალაქო ტრანსპორტი არ არსებობდა და ამიტომ განვითარდა ტაქსის ბიზნესი ასე მკვეთრად. ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს ტაქსს. ახლა, როცა უკვე საქალაქო ტრანსპორტი იმართება, ჩემი აზრით, შესაძლებელი არის რომ ტაქსის ინდუსტრიაშიც აიწიოს ფასებმა. დოლარი არის თითქმის 3 ლარი, 2.90-ია. მგზავრი გადაადგილდება ერთ დოლარად ერთი უბნიდან მეორეში. მთელ მსოფლიოში ასეთი რამე არ არსებობს; როცა ადამიანები ემსახურებიან მომხმარებელს, თავიანთ შრომით რესურსსაც ხარჯავენ, ხარჯავენ საწვავს, მანქანის ამორტიზაციას და ა.შ. ბევრი ფაქტორი არის და იღებენ სამ ლარს, ეს ნონსენსია. ჩვეულებრივი ამბავია, ეს სფერო უნდა მოწესრიგდეს, იქცეს ინდუსტრიად, რომელიც შეძლებს შემდეგში გადასახადებით ბიუჯეტის დიდი წილის შევსებას. ეს ქვეყნისთვის და თავად კომპანიებისთვისაც იქნება მომგებიანი. ჩემი აზრით, მომხმარებელსაც არამგონია დააწვეს ეს დიდწილად“, - ამბობს BM.GE-ისთან ტაქსების კომპანია 200-200-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა