მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსის მძღოლების კვალიფიკაცია გამოწვევაა - ეკა ლალიაშვილი

6385c793bad68
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.22 12:57
583
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ დღეს ტაქსის მძღოლების კვალიფიკაცია გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ მან ტაქსების რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის III ეტაპზე ტაქსის მძღოლების ლიცენზირება ფასიანი ქაღალდებით მოხდება, რომლის გაყიდვა და გაქირავება იქნება შესაძლებელი.

ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ ამ რეფორმის გაგრძელება მგზავრთა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

„ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს. ასევე მძღოლების უსაფრთხოების და მზაობის კუთხით იყოს მეტი ინფორმაცია, რომ საბოლოო ჯამში ეს რეფორმა მგზავრთა უსაფრთხოებას და კომფორტს მოემსახუროს.

დღეს ტაქსის მძღოლების კვალიფიკაცია გამოწვევაა და ამ კუთხით ქალაქის მერიისგან უფრო მეტ სიახლეს ველოდებით“, - უთხრა BM.GE-ს ლალიაშვილმა.

ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი კი აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმის შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა, რეფორმის შემდგომი ეტაპების უკეთესი დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

„ტაქსები ერთ-ერთი სფერო იყო, რომელიც სრულად დაურეგულირებელი იყო. ეს არ არის სწორი. მგზავრმა უნდა იცოდეს, ვის გადაჰყავს, ვინ არის მძღოლი და მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

დღეისთვის ტაქსების სერვისის მიმწოდებელთა გარკვეული მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც ამ რეფორმის შემდგომი ეტაპები დაგეგმვის საშუალებას ისე იძლევა,რომ ვიცოდეთ, რამდენ მომხმარებელს შეეხება ის და რა იქნება მისი ეფექტი“, - განმარტა ბაბუნაშვილმა.