მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსისტები ახალ რეგულაციებს ივანიშვილის რეზიდენციასთან აპროტესტებენ

5caf2dd11d49e
თელარა გელანტია
11.04.19 16:06
992
ტაქსის მძღოლების ახალ რეგულაციებს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აპროტესტებენ.

ტაქსის მძღოლები რეგულაციების რამდენიმე თვით გადავადებას ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის მძღოლებს მერია ნებას რთავს, მანქანები თეთრად არ გადაღებონ და მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან, მძღოლები ამბობენ, რომ „ეს გადაკვრა უხარისხო იქნება“.

ცნობისთვის: ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.