მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება

605ae88762877
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 11:25
1368
ტაქსით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება - აღნიშნული ცვლილება 2020 წლის 23 მაისს იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ 322-ე დადგენილებაში 23 მარტის 122-ე დადგენილების საფუძველზე შევიდა.

დღემდე არსებული შეზღუდვის მიხედვით, M1 კატეგორიის ტაქსით გადაადგილებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება იკრძალებოდა. დღეიდან კი ეს შეზღუდვა იხსნება.

მთავრობის მიერ გუშინ გამოცემული დადგენილების მიხედვით, „ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით“.