მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარდება თუ არა სანიტარული შესვენება? გაგიზომეს თუ არა სიცხე? - მთავრობა ოფისებს შეამოწმებს

5eddeab1a332a
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 12:00
2509
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კითხვარები, რომლითაც მთავრობა დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების შესრულებას გააკონტროლებს.

კითხვარები მომზადებულია იმ სფეროებისთვის, რომლისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების გაიდლაინები შეადგინა. მათ შორის რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის, სავარჯიშო სივრცეებისთვის და სხვა.

მაგალითად, ოფისებსა და სერვისის მიმწოდებელ ობიექტებში (მაღაზიები და სხვა) შემდეგი კითხვები დაისმება:

● იქ, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 20-ზე მეტია, ხდება თუ არა დასაქმებულთა ტემპერატურული კონტროლი ყოველდღიურად, სამუშაოს დაწყების წინ?
● შემუშავებულია თუ არა საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა COVID-19-თან მიმართებაში, შემუშავებულია თუ არა იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები?
● განთავსებულია თუ არა თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ?
● ის თანამშრომლები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, სარგებლობენ თუ არა ამგვარი მეთოდის გამოყენებით?
● დასაქმებულები სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე არიან თუ არა აღჭურვილი აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით? (მათ შორის: ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი)
● უზრუნველყოფილია თუ არა დასაქმებულთა სამუშაო ადგილას ავეჯის ისეთი განლაგება, რომ დასაქმებულებს შორის დაცული იყოს 2მ დისტანცია?
● ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში არის თუ არა განთავსებული დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით?
● სამუშაო ადგილებზე განთავსებულია თუ არა ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები?
● განთავსებულია თუ არა სათანადო ადგილას ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები?
● არის თუ არა სამუშაო ადგილები უზრუნველყოფილი ხელის დაბანის შესაძლებლობით, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით? ასევე ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება თუ არა სულ მცირე 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარი?
● იყენებთ თუ არა გონივრული პერიოდულობით სანიტარიულ შესვენებებს?
● აწვდით თუ არა ინფორმაციას დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე?
● ხდება თუ არა ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთვე-გამომრთველი ღილაკების) დამუშავება ყოველ ორ საათში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით?
● ხდება თუ არა სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების (მათ შორის მობილურის/ქალაქის ტელეფონის, კლავიატურის, ელექტროგამომთვლელი მანქანის და ა.შ.) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით?
● უზრუნველყოფილია თუ არა სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 აპრილის № 01-123/ო ბრძანების შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით?
● ხორციელდება თუ არა დღეში რამდენჯერმე, სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია (შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოტანილი ჰაერით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით)?
● არის თუ არა ობექტზე განთავსებული დახურული კონტეინერები გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისათვის?
● აწვდით თუ არა ინფორმაციას ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შესახებ? (დამადასტურებელი დოკუმენტი).
● სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, განთავსებულია თუ არა დროებითი გამჭვირვალე დამცავი ბარიერი?
● იქ, სადაც ვერ ხორციელდება ბარიერის განთავსება თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან თუ არა სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით?
● ხდება თუ არა მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვების კონტროლი ობიექტებზე? ხორციელდება თუ არა კონტროლი და შემუშავებულია თუ არა სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე?
● ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენება თუ არა სავალდებულო პირობითი ნიშნები იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით?

იგივე სექტორი - კითხვები დასაქმებულებს:

● სამუშაო პროცესს ახორციელებთ თუ არ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად?
● იცავთ თუ არა მუშაობისას უსაფრთხო დისტანციას? (არანაკლებ 2 მ)
● სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას ასუფთავებთ თუ არა სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ადგილებს და იმ ხელსაწყოებს, რომლებსაც იყენებთ?