"ტარიფებისზრდა არცერთ სექტორში - არც ელექტროენერგიის, არც გაზმომარაგების და არც წყალმომარაგების სექტორში არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ "მთავარის" პრესკლუბში განაცხადა.
საქმე ის არის, რომ დღეს იმართება სემეკ-ის სხდომა, სადაც თბოსადგურების ტარიფების საკითხს განიხილავენ. როგორც ნარმანიამ განმარტა, თბოსადგურებისთვის ტარიფები არის დათვლილი 31 დეკემბრამდე და გადაიხედება, თუმცა ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.
„ტარიფების დადგენა მოხდა მიმდინარე წლის ზაფხულში, თუმცა მაშინაც ითქვა, რომ ტარიფების გადახედვა არ იგეგმებოდა. დღევანდელ სხდომაზე ხდება თბოსადგურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რაც ტარიფების ზრდასთან დაკავშირებული არ არის. თბოსადგურების ტარიფები დეკემბრის ბოლომდეა დადგენილი, ამიტომ ახალი ტარიფები უნდა ამოქმედდეს, მაგრამ აქ არსებითი სახის რაიმე ცვლილება არ გვაქვს, რადგან გაზის ტარიფი არ გაზრდილა და სხვა პარამეტრებიც არ გაუარესებულა, რამაც შეიძლება ტარიფის გაზრდისკენ გვიბიძგოს. თბილისისა და რეგიონების ტარიფის გადამტკიცება ხდება და აქაც რაიმე სახის ზრდა დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ინფორმაციისთვის: თბოსადგურების ტარიფები სამომხმარებლო ტარიფების კომპონენტია და მათი ცვლილებაც გარკვეულწილად მოსახლეობის ტარიფებზეც აისახება, თუმცა არა ამ შემთხვევაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი