მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივესალმები Eu-ს წევრი ქვეყნების შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე"

633dea953f322
ალა ისპირიანი
06.10.22 01:00
715
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის ინფორმაციით, Eu-ს წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტზე შეთანხმდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი პუტინის მოჩვენებით რეფერენდუმებს ან რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში არასდროს მიიღებენ.

"მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და მტკიცედ ვიმოქმედეთ," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს წარადგინა, რომელიც მათ შორის ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებას მოიცავს. 

რა შედის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტში?