დღეს, 500Global-ის Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლის წინაშე უზბეკეთში დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპი - Tass Vision-ი წარსდგა, რომელიც ვიდეოკონტენტის ანალიზის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის ალგორითმებიც საშუალებას აძლევს საცალო მოვაჭრეებს, ვიზიტორთა აქტივობის ანალიზითა და ავტომატური რეკომენდაციების მიღების გზით გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნესის ეფექტურობა.
„TASS Vision არის ინტელექტუალური ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომელიც 15%-მდე ზრდის ოფლაინ საცალო ვაჭრობის (მაღაზიების) გაყიდვებს. ამისათვის, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ორ სერვისს: ვიზიტორთა ანალიტიკას (VA), რომელიც აგროვებს მომხმარებლის მონაცემებს (ითვლის ვიზიტორთა რაოდენობას, განსაზღვრავს მათ სქესსა და ასაკს) და ადგენს კლიენტთა მოგზაურობის რუკას (CJM). ეს ყველაფერი ბიზნესებს ეხმარება, თვალყური ადევნონ მომხმარებელთა მოძრაობას მაღაზიაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Tass Vision შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, გაზომონ ფიზიკური გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებების მუშაობა KPI-ების ინტეგრირებით და, ამასთანავე, გაზარდონ საცალო შემოსავლები. სტარტაპი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად Seed ეტაპზეა.
TASS Vision-ის მთავარი მისია ტრადიციული საცალო ინდუსტრიის გარდაქმნაა. ახლა ჩვენ ვართ - მაღაზიის ანალიტიკური ინსტრუმენტი ოფლაინ საცალო ვაჭრობისთვის კომპიუტერული ხედვის საშუალებით, ახლო მომავალში კი ვიქნებით - უფასო გადახდის ინსტრუმენტი არსებული ოფლაინ საცალო ვაჭრობისთვის. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მაღაზიაში ავტომატურად, სალაროსა და გამყიდველის გარეშე იყოს შესაძლებელი გადახდების განხორციელება. ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს აშშ-ში და 2023 წელს ვგეგმავთ საპილოტე ვერსიის ჩვენს ქვეყანაში გაშვებას“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, შახზოდ უმირზაკოვი.
ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი