19.აგვისტო .2019 16:30

TAV Georgia: ჩვენი ინვესტიციები წელს 17 მლნ ლარს გადაჭარბებს

views 269
უკან

ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ახალი საჰაერო ხომალდის სადგომის მშენებლობა მიმდინარეობს - აცხადებს Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.

 "2005 წელს განხორციელებული ინვესტიციით ჩვენ ვენდეთ საქართველოს შესაძლებლობებს და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ როგორც TAV Georgia-მ, ასევე ქვეყანამ, არსებული მოლოდინები ნამდვილად გავამართლეთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დამატებითი ინვესტიციის განხორციელებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის მიმართულებით.

TAV Georgia ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური და სანდო პარტნიორი, რაც ნათლად გამოიხატება წლების განმავლობაში საზოგადოებისა და ავიაკომპანიების მიერ გამოცხადებულ ნდობასა და მხარდაჭერაში”, - ამბობს ერქალი.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ინვესტორი 17 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://forbes.ge/news/6334/TAVis-kamara-qarTul-aviaciaSi 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა