მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TAV Georgia": იმედი გვაქვს, გაზაფხულიდან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგება

5db7058dd4fe1
ლიკა გურაბანიძე
28.10.19 19:25
2238
„ვართ მოლოდინში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მთავრობა იმუშავებს და მუშაობს იმაზე, რომ გაზაფხულიდან რეისები აღდგეს", - ასე უპასუხა TAV Georgia-ს გენერალურის მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების აღდგენას შეეხებოდა.

როგორც ზაქარაძე აღნიშნავს, "საერთაშორისო აეროპორტში აბსოლუტურად უარყოფით ჭრილში მიდის მგზავრთა ნაკადის მატების პროცესი".

„2008 წლის შემდეგ ჩვენ ასეთი ციფრები არ გვქონია. 2008 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ჩვენ მინუსში გავედით და ნაკადმა და რეისებმა იკლო. ვართ მოლოდინში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მთავრობა იმუშავებს და მუშაობს ამაზე, რომ გაზაფხულიდან რეისები აღდგეს.

აგვისტოში მგზავრების რაოდენობა მარტო თბილისის აეროპორტში -20% იყო. ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ძალიან დიდი ციფრია, როდესაც ჩვენ  20%-25%-40%-იანი მატება გვქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რუსეთის ემბარგომ ძალიან დაგვარტყა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შემოსავლების 25% დავკარგეთ და დღის განმავლობაში ტერმინალი ფაქტობრივად ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში 150 რეისამდე საერთოდ გაუქმდა და ტრაფიკი მოდის ქვემოთ და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ფინანსებზეც აისახება, ჩვენ მაინც მზად ვართ ინვესტიციისთვის. მზად ვართ, რომ დავხარჯოთ ფული და განვავითაროთ ეს ბიზნესი. ჩვენ ამისთვის მთავრობის მხარში დგომა გვჭირდება.

Ryianair-ის იწყებს ფრენებს და ბაზარზე უკვე არსებული კომპანიებიც გაზრდიან 2020 წელს სიხშირეებს, მაგრამ ისეთი მსხვილი ავიაკომპანია, რომელიც შემოვა და რუსეთის კომპენსირებას გააკეთებს, ჯერჯერობით, ბაზარზე არ არის", - განაცხადა ზაქარაძემ.