მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia-მ გასული 7 თვის ფორსმაჟორად აღიარებისთვის მთავრობას განაცხადით მიმართა

5f68773b21d27
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 16:25
1433

“ამ ეტაპზე ეს ნამდვილად არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ამ თემებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან   – ეკონომიკის სამინისტროსთან. ასევე, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი და ვფიქრობ, რომ ამის აღიარება მოხდება; ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს ეს", - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

ზაქარაძის თქმითვე, TAV Georgia-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასული 7 თვის ფორსმაჟორად აღიარებისთვის განაცხადით უკვე მიმართა.

"ფაქტობრივად, მარტის დასაწყისიდან აეროპორტი არის დაკეტილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შემცირებულია 98%-ით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში კი, პრაქტიკულად 100%-ით. ასე, რომ ფორსმაჟორი სხვა მეტი არაფერი არ არის”, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

TAV Georgia: პანდემიის გამო, აეროპორტის მგზავრთნაკადი 15 წლის წინანდელ ნიშნულზეა