მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV GEORGIA: მგზავრთნაკადის ასეთი კლება ბოლო 10 წელია არ გვქონია

5d985f61f3983
ლევან თაღიაშვილი
05.10.19 19:08
1645
„მსგავსი მგზავრთნაკადის კლება ბოლო 10 წელია არ გვქონია“ - ასე აფასებს მგზავრთნაკადის სექტემბრის თვის სტატისტიკას TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

მისი თქმით, შემცირების მიმართულებით მთავარი ეფექტი რუსეთის ტურისტულმა ემბარგომ მოახდინა, თუმცა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებსი ოპერატორ კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ  2020 წლისთვის გაუმჯობესებულ სტატისტიკა იქნება.  

„სექტემბერში გვაქვს მგზავრთნაკადის 17%-იანი კლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და 12%-იანი კლება ბათუმში. ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი კლება და ცუდი სტატისტიკა პირველად გვაქვს.

აგვისტოში ბათუმში იყო 20%-იანი კლება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და 2020 წელს უკეთესი რიცხვები გვექნება. რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, გვაქვს 1%-იანი მატება თბილისში, 2%-იანი კი ბათუმში“ - აღნიშნა ზაქარაძემ.