მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tav Georgia" მთავრობის მხარდაჭერას ითხოვს - რა სჭირდება ინვესტორს ეკონომიკის სამინისტროსგან

5db707c1c698c
მარიამ ადამია
28.10.19 19:21
1152
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა დაგვეწყო, არ დაგვიწყია, რადგან არ გვაქვს დასტური და თანხმობა ეკონომიკის სამინისტროსგან; სამწუხაროდ, მოგვიწია დეტალების შეცვლა და შედეგად, მშენებლობა სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ნაცვლად, 2020 წლის მარტში დაიწყება”, - ამის შესახებ Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ BM.ge-ის განუცხადა და აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, ეს მთავრობის მხარდაჭერაა.

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები და განვითარება ჩვენი მიზეზებით არ გადადებულა; ჩვენ მზად ვართ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ და გავაფართოვოთ როგორც - მოფრენის, ასევე გაფრენის ტერმინალი. მიუხედავად ფინანსური ზარალისა, რომელიც აეროპორტებს რუსული ტურისტული ემბარგოს შედეგად მიადგა, რაც გულისხმობს, დაახლოებით, 25%-იან დანაკარგს და მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ტერმინალი ცარიელია, ხოლო კვირაში 140 რეისი გაუქმდა, მაინც, მზად ვართ ფული ჩავდოთ და ეს ბიზნესი განვავითაროთ”, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

ცნობისთვის: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ საუბარი 2018 წლის აპრილში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო.