მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia ოქტომბრის ბოლოს ბათუმში ტერმინალს გახსნის

5f68696c646e7
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 22:31
1226

“TAV Georgia ბათუმში ტერმინალის ერთ ნაწილს ოქტომბრის ბოლოს გახსნის” -  ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. 

ზაქარაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო კომპანიის ფინანსური რესურსი თითქმის ამოიწურა, მათ მიერ ბათუმში დაანონსებული პროექტი არ შეჩერებულა. 


“ეს პერიოდი გამოვიყენეთ და ბათუმში მშენებლობა მიმდინარეობს. 

TAV Georgia და TAV-ი, 17 მლნ დოლარის ინვესტიციას პანდემიის პერიოდში ახორციელებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის ბოლოს ბათუმში ტერმინალის ერთ ნაწილს გავხსნით", - აღნიშნა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, ტერმინალში იცვლება საბარგო, სავენტილაციო და უსაფრთხოების სისტემები.

“ჩვენ მიერ მსოფლიო მასშტაბით მმართველობაში არსებული 100 აეროპორტიდან, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გარდა, თითქმის ყველა აეროპორტი გაიხსნა და ისინი შესაბამისი რეგულაციებით მუშაობს. 

ჩვენი მოლოდინია, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნება საზღვრები. ბიზნესები უნდა ამუშავდეს, რომ ჩვენ ხელფასების გადახდა და ადამიანური რესურსების შენარჩუნება შევძლოთ", - განმარტა თეა ზაქარაძემ.