მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე რუსული ავიაემბარგოს შედეგებს აფასებს

5dd4092d24dc7
მარიამ ადამია
20.11.19 09:45
1386
„მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ტურისტულმა ემბარგომ ძალიან დაგვარტყა და გვქონდა მგზავრთნაკადის საკმაო კლება ანუ დაახლოებით, 140 რეისი გაუქმდა კვირაში თბილისიდან და დაახლოებით, 52 - ბათუმიდან, მიუხედავად ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოქტომბერში გვქონდა 13%-იანი მატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რუსული ავიაკომპანიების გარეშეც მივიღოთ ტურისტები და ამ ციფრების გამო გვჭირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Tav Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ.

თეა ზაქარაძემ გადაცემაში იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რამაც მისი შეფასებით, რუსეთის ავიაემბარგო დააბალანსა.

"ოქტომბერში, როდესაც საავიაციო ბიზნესში ისედაც იკლებს მგზავრთნაკადი, მაინც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 13%-იანი მატება გვქონდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ბაზრისთვის. მართალია, დაგვარტყა რუსულმა ტურისტულმა ემბარგომ, თუმცა რეალური სურათი ასეთია - ის მგზავრები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს შემოჰყავდათ, გადანაწილდა სხვადასხვა ავიაკომპანიაზე და კლება არ დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ავიაკომპანიების გარდა გვყავს ბაზარზე სხვა კომპანიები, რომლებსაც ორჯერ გაეზარდათ ფრენებზე მოთხოვნა, მათ შორისაა ისრაელის მიმართულება ან თუნდაც - მინსკის“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

ცნობისთვის: „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი. ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების"ინფორმაციითვე, 2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა, რაც 13 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი).