26.მაისი .2020 23:00

TAV Georgia საზღვრების გახსნისთვის ემზადება - "აეროპორტში მგზავრმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს"

views 2618
უკან

„გახსნა იწყება აეროპორტიდან, ჩვენ ვართ ქვეყნის კარები. აეროპორტში შემოსულმა მგზავრმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ყველა პროცედურა მისთვის კომფორტული უნდა იყოს. ჩვენ მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ კომფორტულ ქვეყანაში ჩამოვიდნენ“ - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენარალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში საუბრისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, ის აქტიურად ეკონტაქტება სხვადასხვა აეროპორტების ხელმძღვანელებს, რათა სწორი ნაბიჯები განისაზღვროს.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 2020 წელს 100%-ით, 80% ან თუნდაც 50%-ით მაინც წლის ბოლომდე „ამოვქაჩავთ“ ამ თემას, ჩემი მოლოდინი არის 20-30% და ეს იქნება ძალიან კარგი“, - განმარტავს თეა ზაქარაძე.

ამასთან, გადაცემაში საუბრისას თეა ზაქარაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბათუმისა და თბილისს აეროპორტებში 1 360-ვე თანამშრომლის შენარჩუნება მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა