მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV-ი თურქულ კომპანიად აღიქმება, რაც ასე არ არის - თეა ზაქარაძე

647df29898289
მარიამ ვარადაშვილი
06.06.23 10:40
636
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე BMGTV-ის ეთერში იმ საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბრობს, რაც TAV Georgia-ს, როგორც TAV Airports Holding-ში შემავალ კომპანიას აქვს.

“2005 წელს, როდესაც TAV-მა საქართველოში ინვესტიცია განახორციელა, ეს იყო თურქეთს გარეთ მის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. 2000-დან 2010 წლამდე TAV-ის მართვაში უკვე ათი აეროპორტი იყო, ეს ძალიან დიდი წარმატებაა და სწორედ ამიტომ ევროპული კომპანია ADP 2012 წელს დაინტერესდა მისით. 2012 წლიდან TAV მისი წევრი გახდა. ძალიან ხშირად TAV აღიქმება თურქულ კომპანიად, რომელიც მხოლოდ თურქეთში ოპერირებს. რეალურად სხვა ვითარებაა. მისი პირველი პროექტი სტამბოლის ათათურქის აეროპორტი იყო, ხოლო მეორე ანკარის აეროპორტი, შემდეგ იყო საქართველო, ასევე ორი აეროპორტი ტუნისში, აეროპორტები მაკედონიაში, ხორვატიაში, საუდის არაბეთში, ანუ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. მას შემდეგ, რაც ADP-ის ოჯახის წევრები გავხდით, TAV 29 ქვეყანაში და 108 აეროპორტში ოპერირებს”, - ამბობს ზაქარაძე.

მისივე თქმით, თავად ADP იყო დაინტერესებული იმ რეგიონით, სადაც TAV ოპერირებდა და სწორედ ამან განაპირობა მათი თანამშრომლობა.

"ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ჩვენს კომპანიაში ძალიან სწრაფად ვითარდება ადამიანი, რადგან თავად ეს ბიზნესი მოითხოვს განვითარებას. ამიტომ, უამრავ ტრენინგს ვატარებთ და გვაქვს პროგრამები, რომლებშიც ჩვენი თანამშრომლები არიან ჩართულები. მარტივად რომ  ვთქვა, TAV პირველ რიგში, არის ინვესტორი, რომელიც აშენებს აეროპორტს და თუ საჭიროა მართავს მას, ანუ თუ მსგავსი ტიპის შეთანხმება არსებობს. ვფარავთ ყველა მომსახურებას, რაც აეროპორტში მგზავრს სჭირდება", - ამბობს ზაქარაძე.