29.ივნისი .2020 18:41

„ტავ ჯორჯია“ ბათუმის ახალი ტერმინალის მშენებლობაში $14 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

views 304
უკან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება. ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდრომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს - 30 მეტრით, გაფრენის კი - 42 მეტრით.  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ 14 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება და გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა