16.აგვისტო .2019 19:28

თავდაცვის სამინისტრო - 2020 წელს უწყება სრულად შეასრულებს 2007 წელს აღებულ ვალდებულებას სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის შესახებ

views 191
უკან

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წელს უწყება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშდან გახდა ცნობილი, თავდაცვის სამინისტროს 700-ზე მეტი ყოფილი ან მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აქვს,რომელიც ამ ეტაპზე შეუსრულებელია.

„ინტერპრესნიუსი“ შესაბამისი განმარტების მიღების მიზენით თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებლების შესრულება უწყებამ 2013 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი 2020 წელს დასრულდება.

„ბინებთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე მოგახსენებთ, რომ 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება 2013 წელს დაიწყო და დღემდე, 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა. დარჩენილია 728 სამხედრო მოსამსახურის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება. უახლოეს პერიოდში დასრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები გორში, სადაც ხუთი კორპუსი, სულ 180 ბინით მზადდება. ამ მიზნის განსახორციელებლად, ასევე სამუშაოები დაიწყო აბაშვილის ქუჩაზე ე.წ. სამხედრო დასახლებაში, სადაც 2 ცხრა სართულიანი კორპუსი აშენდება, თითო 243 ბინით. 2020 წელს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს,”-აცხადებენ თავდაცვის სმაინისტროში.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა