25.დეკემბერი.2015 16:10
ბიზნესი

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი ქართული ხორცით კვებაზე გადავიდა

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი ქართული ხორცით კვებაზე გადავიდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის 14 სამხედრო ბაზა 11 დეკემბრიდან ახალი ქართული ხორცით მარაგდება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი წარმოების ახალი ხორცის შეტანა ქართულ ჯარში უპრეცედენტოა და საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ქართული საქონლის ხორცის შესყიდვაზე ღია ელექტრონული ტენდერი 27 ოქტომბერს გამოცხადდა. ტენდერში შპს „ახალმა ხორცმა“ გაიმარჯვა.

„ზაფხულში საზოგადოებას პირობა მივეცით, რომ ქართულ ჯარში ქართულ კვებას თანდათანობით შემოვიტანდით. ეს ძალიან ბევრ მიზანს ემსახურება. გარდა იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ჯანსაღ, ახალ საკვებს იღებენ, ეს ეხმარება ქართული წარმოების განვითარებას, ასაქმებს ხალხს ჩვენს ქვეყანაში. კვებაში დაახლოებით 40 მილიონამდე ლარს ვხარჯავთ და ამ თანხის უზარმაზარი ნაწილი მიდის ქვეყნის გარეთ. ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, მითუმეტეს სოფლის მეურნეობის იმ პროგრამების პირობებში, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყო... იანვრიდან მთელ საქართველოში ყველა საჯარისო ფორმირება უკვე ქართულ ხორცზე გადავა. იანვარში ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს ქათმის ხორცზე, თანდათანობით ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ბოსტნეულსა და ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ყველაფერს მხოლოდ ორგანიზება სჭირდება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც ჯანსაღი პროდუქტით ჩვენი ჯარის მომარაგებას, ასევე ქართული ბიზნესის განვითარებას. 2016 წელს სხვა მიმართულებითაც ბევრი გეგმა გვაქვს და სასიამოვნო სიახლეებს ვაუწყებთ ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სამინისტროს ცნობით, 32 ელექტრონული ტენდერი 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტზეა გამოცხადებული, რომლის საერთო ღირებულება 15 178 726 ლარს შეადგენს. ღია ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულება კი 2016 წლის 15 იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით გაფორმდება.

19.აპრილი.2019 20:00
244

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
370

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1013

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
407

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1118

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
272

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად