მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრო მზადაა, „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებითი საწოლი დაამზადოს

611a83d80cd92
BM.GE
16.08.21 19:21
836
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების მიხედით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცობით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოჰყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად.

“ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში. ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. ამას გარდა, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილია მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით”,- აცხადებენ სამინისტროში.