მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისისთვის 2.8-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

6454e6034c1a7
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.23 15:33
442
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზებისთვის 2.8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

“საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 აპრილის N765 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა აღნიშნული ღონისძიების გარკვეული ნაწილის ჩატარება. ღონისძიებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალურად განსაზღვრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწყობებში არსებული მარაგების გათვალისწინებით დაჭირდა გარკვეული დრო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მიმართვამდე საჭიროა ჩატარდეს გარკვეული ბაზრის კვლევა შესასყიდი საქონლის/მომსახურების შესახებ რათა, მოწოდების ვადების გათვალისწინებით განისაზღვროს მათი სავარაუდო ღირებულებები ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულში ასატვირთად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვების პროცესის უფრო ადრე დაგეგმვა, ვიდრე ეს მოხდა, შეუძლებელი იყო.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების მოწყობა ქ.თბილისში, თავისუფლების მოედანსა და საქართველოს ათივე რეგიონში; გახმოვანებისა და მონიტორების უზრუნველყოფა, ქ. თბილისსა და რეგიონებში; ქ. თბილისში, თავისფლების მოედანზე სინქრონული თარგმნითა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფა; თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის მოწყობა; სცენის შეფუთვა; შეიარაღების, აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის გამოფენები ქ. თბილისსა და რეგიონებში; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურება; სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში; ავიაციის საჩვნებელი გადაფრენა; ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება,”- ნათქვამია განცხადებაში.