მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტროს ₾200-მდე მლნ-ის შესყიდვებზე გამოძიება და სასამართლო დავები მიმდინარეობს

646b2dffaaf34
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.23 13:01
585
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის კონსოლიდურებული ფინანსური მაჩვენებლების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის დასკვნა ნეგატიურია, რაც სამინისტროში აქტივების აღრიცხვის ნაკლოვანებებს უკავშირდება. ამასთან როგორც ირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო დავები, რომლებიც 2007-2021 წლებში წარმოშობილ 200 მილიონამდე ლარის დავალიანებებს უკავშირება. ამ დავალიანებების ნაწილი გრიფით საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება.

2007-2012 წლების პერიოდის დავალიანებები:

2007-2012 წლებში წარმოშობილ 142,739,807 ლარის დავალიანებებზე სამართალდამცავ ორგანოში მიმდინარეობს გამოძიება.

“97,251,436 ლარი: გენერალური პროკურატურის წერილები გრიფით „საიდუმლო“: 15.12.2021წ, N813-2545(02.08.2018);

მათ შორის 45,488,371 ლარი - იუსტიციის სამინისტროს წერილი N157-ს (07.11.2019): საქმეზე სამართალდამცავ ორგანოში მიმდინარეობს ძიება, დავის წარმატებითდასრულების შემთხვევაშიც კი არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების რისკები, გამომდინარე აღნიშნულიდან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საარბიტრაჟო დავის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხი,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

2008-2021 წლებში წარმოშობილ 40,021,858 ლარის დავალიანებებზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.

“დარიცხული ჯარიმებით მოთხოვნები, საქონელი და მომსახურების/არაფინანსური აქტივების მოწოდებაზე გადახდილი ავანსები,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამ შესყიდვების შესახებ აუდიტის ანგარიშში მეტი დეტალი წარმოდგენილი არაა.