მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავი მოიყარა უამრავმა ბუნდოვანმა, გადაუწყვეტელმა საკითხმა" - დამსაქმებელთა ასოციაცია

5eac33ac4bf91
ინგა მურუსიძე
01.05.20 19:10
1029
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისტანციურ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანიების საქმიანობის პროცესში არსებულ შეზღუდვებს და შრომით ურთიერთობებს, 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

როგორც BM.GE-ის ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა, კომპანიებისთვის არსებული რეგულაციები; საგანგებო მდგომარეობაში წამოჭრილ სამართლებრივი პრობლემები; შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის, შეჩერების შესაძლებლობები; უხელფასო შვებულებისა და შრომით საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები; სახელმწიფოს მიერ დაანონსებული შეღავათები; ფორსმაჟორის პირობებში ბიზნესის სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას და პოსტ კრიზისულ პერიოდში ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან და სხვა.

„დამსაქმებელთა ასოციაციაში უკანასკნელი კვირების განმავლობაში თავი მოიყარა უამრავმა პრობლემურმა, ბუნდოვანმა და გადაუწყვეტელმა საკითხმა ბიზნეს სექტორის მხრიდან, რომლის საპასუხოდაც დავგეგმეთ დისტანციური შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ციკლი. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორი დავაკავშიროთ სფეროს ექსპერტებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან პირდაპირი, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ თემის ირგვლივ, რომელიც მათ ამ პერიოდში დღის წესრიგში დაუდგათ. მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორისგან ვხედავთ მზაობას, კანონის ფარგლებში შეინარჩუნონ ბიზნესის მდგრადობა და მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსების დანაკარგით გამოვიდნენ კრიზირული პერიოდიდან,“ - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლაბაძემ.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია უძღვებოდნენ.

უახლოეს დღეებში მომდევნო შეხვედრა დაანონსდება და მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.