თავის მოვლის ქართული საშუალებების მწარმოებელი კომპანია “პიელ ნატურალსი” ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ზიმბაბვესთან, აბუ-დაბისა და დუბაისთან აწარმოებს. ამის შესახებ Bm.ge-თან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განუცხადა.
“პიელ ნატურალსმა” 2019 წლის 28 ნოემბერს “National Dubai Expo”-ში მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ დუბაიში ყველა დასახელების პროდუქტი გაიტანა.
“ამ გამოფენაზე გამოჩნდნენ ჩვენი კომპანიით დაინტერესებული ქვეყნები”,- აღნიშნავს ლომაძე.
გამოფენაზე “პიელ ნატურალსი” თავადაც დაინტერესდა აფრიკული პროდუქციით.
“აქამდე ჩვენი ნედლეულის 90% იტალიური იყო. ახლა “National Dubai Expo”-ზე ვნახეთ აფრიკაში, განაში, წარმოებული კაკაოს კარაქი. კომპანიასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ და, ვფიქრობთ, რომ მომხმარებელს იტალიურთან ერთად აფრიკული ნედლეულით წარმოებულ პროდუქტსაც შევთავაზებთ”,- აცხადებს “პიელ ნატურალსის” დამფუძნებელი.
მისივე თქმით, კომპანია “პიელ ნატურალსი” 70-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
კომპანიის პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე ორჯერ უკვე გავიდა ირანში. “ირანიდან კიდევ დაგვიკავშირდნენ. ძალიან მოსწონთ ჩვენი „სკრაბები“, საპნები და წვერის მოვლის საშუალებები”,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
“პიელ ნატურალსის” პროდუქტი საქართველოს დიდ ქალაქებში სალონებში იყიდება. პროდუქტის შეძენა თბილისის მასშტაბით სოლარიუმებშიცაა შესაძლებელი. კომპანიას 2 სტენდი აქვს და ერთი მაღაზია დედაქალაქში.
“სტენდების დამატებას და კიდევ ერთ ქალაქში მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა სანამ ყველაფერს ზუსტად არ გავარკევთ, დეტალები საიდუმლოდ გვსურს დავტოვოთ”,- აღნიშნავს თათუკა ლომაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ